20 აგვისტო 2026,   01:26
ვრცლად
ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მაგრამ ამაყად და მხარგაშლილები ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას - გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის განცხადებით, სპორტსმენები ყოველთვის ცდილობენ, მაქსიმალური გააკეთონ შეჯიბრზე.

მისივე თქმით, შეჯიბრის შედეგის მიუხედავად, ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ეროვნულ დროშას.

"ჩვენ ვართ სპორტსმენები და ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ხალიჩა იქნება, ტატამი, თუ ფიცარნაგი. ზოგადად, [ვდცილობთ] ასპარეზობაზე გავიდეთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა. მნიშვნელობა არ აქვს, ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მაგრამ ამაყად და მხარგაშლილები ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

დღის ამბები