ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის განცხადებით, თავისი ასპარეზობით კმაყოფილი არ არის, თუმცა აქვე ამატებს, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის თავს გადადებს, რათა ქვეყანაში ოქროს მედალი ჩამოიტანოს.
"სიმართლე გითხრათ, ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველა ოლიმპიური მედალი ოცნებაა, ყველა ადამიანისთვის. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვა, თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ის ოქროსფერი მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო", - განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.