05 ოქტომბერი 2024,   11:32
ვრცლად
ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ ის სპორტსმენები, ვინც მედალი ვერ აიღო, 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან, ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს - ლაშა ბექაური

ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან - ამის შესახებ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა. 

მისივე თქმით, წელს, ოლიმპიადაზე, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა ჰქონდა:

"ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან. ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს, რაც ძალიან დასაფასებელი ფაქტია - მადლობა. აც შეეხება ემოციებს, რაღაც ყველასგან განსხვავებული ემოცია იყო, რადგან ისტორია დაიწერა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ძიუდოს ისტორიაში. ბევრი რეკორდი დამყარდა, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა გვქონდა, ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა,"- აცხადებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

 

დღის ამბები