05 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
ქვეყნის ცნობადობა იზრდება, ტურისტული ბილიკებით სავსე ქვეყანაში კი სტუმრების საყვარელი ადგილი კანიონები ხდება

ქვეყნის ცნობადობა იზრდება, ტურისტული ბილიკებით სავსე ქვეყნაში კი სტუმრების საყვარელი ადგილი კანიონები ხდება. ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის სწორედ წალკის კანიონი დასახელდა. 7 თვეში, ადგილს ვიზიტორთა რაოდენიბის 8% ესტუმრა და რეიტნგის ხუთეულში მოხვდა.

ბრილიანტის ხიდსა და უამრავ ატრაქციას, მრავალფეროვანი თავგადასავლებისთვის, ყოველდღიურად, ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. 

წალკა გამონაკლისი არ არის, რეიტინგის სათავეშია მარტვილის კანიონიც, რომელიც სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

დაშბაშის კანიონი ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიების ხუთეულშია და, ყოველდღიურად, ის 800-დან 1100-მდე ვიზიტორს მასპინძლობს.

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა მარტვილის კანიონი, რომელიც ქუთაისიდან სულ რაღაც 50 კმ-ში მდებარეობს და ვიზიტორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მარტვილის კანიონში მოგზაურობა ღამის საათებშიც შესაძლებელია, ულამაზესი 3D განათებების ფონზე, რომელიც ჯადოსნურ გარემოს ქმნის.

მარტვილის კანიონის მიმართ იზრდება ტურისტების ინტერესი. ყოველდღიურად, მას 1800-დან 2500-ზე მეტი ვიზიტორს სტუმრობს.

დაშბაშისა და მარტვილი სკანიონიონებს ვიზიტორების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა ზაფხულში სტუმრობს.

დღის ამბები