12 სექტემბერი 2024,   19:39
ვრცლად
კრემლი უკრაინის ჯარის წინსვლას ვერ აჩერებს

კრემლი უკრაინის ჯარის წინსვლას ვერ აჩერებს. ახლა უკრაინელები კურსკის ოლქის კორენევოში შედიან. სოფელში, რამდენიმე დღის წინ, რუსული თავდაცვის შტაბი იყო განლაგებული. რეგიონში მდინარე სეიმზე განლაგებული სამივე ხიდი აფეთქებულია. რუსეთის არმიის მომარაგებისთვის შექმნილ დროებით კონსტრუქციებს კი "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო კომპლექსებით ანადგურებენ.

ახლა უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ასამდე დასახლებულ პუნქტს, 1263 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს. მოსკოვში საკუთარი თავდაცვის უწყების წარუმატებლობას აგრესიით პასუხობენ და კიევთან ერთად ტერორიზმში "ნატო-ს" წევრ სახელმწიფოებს ადანაშაულებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკება შეუძლებელია. იმავეს იმეორებს გაეროში კრემლის წარმომადგენლობაც და ირწმუნებიან, რომ კურსკში მიმდინარე მოვლენებმა რუსული საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინა. რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ქვეყნის ექსპრეზიდენტიც.

ფრონტის ხაზზე არ ჩასულა რუსეთის პრეზიდენტი. პუტინი არც 200 ათას დევნილს შეხვედრია. აგრესორი ქვეყნის ლიდერი აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ჩეჩნეთში ჩავიდა. კადიროვის სპეცრაზმს რუსეთის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინას შურისძიებით დაიმუქრა.

კურსკის ოლქში ოპერაციის პარალელურად, უკრაინის ძალების რუსეთის რეგიონებში იერიშებს ახორციელებენ. ცნობილი ხდება, რომ მხოლოდ გასულ ღამეს 45 საბრძოლო დრონი გაუშვეს. მათ შორის, 10 მოსკოვის თავზე ააფეთქეს. უკრაინა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებსაც ანადგურებს, როსტოვის ოლქში მესამე დღეა ნავთობის საცავი იწვის. 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები