13 სექტემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - 5 დაშავებულიდან 4 ბავშვია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი მუშაობდა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

ფაქტზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს. 

დღის ამბები