"ერისიონი" "ბლექსი არენაზე" - "სტარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, შეკვეთილში ანსამბლმა, მაყურებელი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში ამოგზაურა.
კონცერტი მაყურებლის ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა.
“ქართული საგანძური” - ასე ჰქვია "ერისიონის" შოუ პროგრამას, რომლითაც ანსამბლი, უცხოელი მაყურებლის წინაშე წარსდგა და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო.