საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ, იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნიკა ტყემალაძემ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე.
ლევან ზალკალიანმა ზვიად შალამბერიძე ჩაანაცვლა. ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.