22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად, ქალი გარდაიცვალა - როგორია მისი შვილის მდგომარეობა

ქობულეთში, ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი ზებრაზე გადადიოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

დღის ამბები