ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა.
ქობულეთში, ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.