06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, "ჰამასის" გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, "ჰამასის" გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი. ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი "ჰამასმა", სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.

პარალელურად, საომარი მოქმედებები გრძელდება ახლო აღმოსავცლეთში - ღაზის სექტორში ისრელის შეტევის შედეგად, ბოლო 24 საათში 61 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

"პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის" ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ," - აცხადებს დანიელ ჰაგარი.

დღის ამბები