რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაგარინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ქალაქის მერი გაეცნო.
რუსთავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გრძელვადიანი პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს. "ჯი ვი პის" ინვესტიციის საერთო რაოდენობა, 60 მილიონი ლარია.