05 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში, პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ტურისტის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

 

დღის ამბები