05 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ბორჯომში ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბორჯომში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწო. როგორც უწყებაში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს, დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძარი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები