05 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
რევაზ მიხანაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი მეორე პირი დაკავებულია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში დააკავა მამაკაცი, რომელმაც 29 ივლისს კიდევ ერთ ბრალდებულთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში რევაზ მიხანაშვილს სასტიკად სცემა. მიყენებული დაზიანებებით მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული იოსებ ბარჯაძე ბათუმში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა.

ამავე დანაშაულისთვის, მომხდარიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი.

დღის ამბები