21 დეკემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი ეძგვერაძეს. ოპოზიციონერმა მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

დღის ამბები