მსხვერპლი მოჰყვა სროლას ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში - დაიღუპა 4 და დაშავდა 30 ადამიანი. დაღუპულებს შორის 2 მოსწავლე და 2 მასწავლებელია.
დამნაშავე დაკავებულია. ის 14 წლის მოზარდია. უცნობია, ამავე სკოლის მოსწავლეა თუ არა დამნაშავე.
გრძელდება გამოძიება მოტივის დასადგენად. ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.