30 დეკემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ქართველმა პარაძიუდოისტმა, ზურაბ ზურაბიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან დათმო და საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია, ნახევარფინალში კი ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა.

ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მან პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა, მედალი კი პირველად მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

დღის ამბები