ევროპის შემდეგ საქართველო, ოთხი ავტორი და ოთხი სხვადასხვა ხელწერა - ეროვნულ გალერეაში ემიგრანტი ხელოვანების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია სახელწოდებით "სამშობლოს მიღმა" 40-მდე ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც ორ სივრცეშია გამოფენილი. ნამუშევრების ნახვა სტუმრებს, ორი თვის განმავლობაში შეუძლიათ.