12 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარიზის პარალიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველმა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ინდონეზიელი პარაძიუდოისტი დაამარცხა და პარალიმპიადის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

რევაზ ჩიკოიძე ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონია.

ამ დროისთვის, პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი - პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები