14 ოქტომბერი 2024,   03:10
ვრცლად
ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული, 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები - ირაკლი კობახიძე

პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.

"ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული, 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები