17 სექტემბერი 2024,   08:06
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება - "ჯვაროსნები" უკვე ტირანაში არიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები, 10 სექტემბერს, ალბანეთში, ერთა ლიგის მეორე ტურში, ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები უკვე ტირანაშია. "ჯვაროსნების" ჩეხეთის ნაკრებთან გამანადგურებელი შედეგით გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელების განწყობა ძალიან პოზიტიურია.
ვილი სანიოლის საფეხბურთო ნაკრების ერთადერთი მიზანი გამარჯვებისთვის ბრძოლაა.

საქართველოს ნაკრებს ძალიან პრინციპული თამაში ელის წინ, რადგან საქართველო - ალბანეთის დაპირისპირების გამარჯვებული ჯგუფის ლიდერი გახდება და ოქტომბრის სანაკრებო პაუზას, ჯგუფში პირველ ადგილზე შეხვდება.

ალბანელებს სახლში გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნებათ, რადგან, 22 000 ადგილიან სტადიონზე, თითქმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები