17 სექტემბერი 2024,   12:25
ვრცლად
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაწოლჭიმში ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე საქართველოში დაბრუნდა

კიდევ ერთი მედლის მფლობელი სამშობლოში დაბრუნდა. პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მონაწილემ აკაკი ჯინჭარაძემ ბრინჯაოს მედალი პარაწოლჭიმში მოიპოვა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა სპორტის ექვს სხვადასხვა სახეობაში გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ქართული პარასპორტისთვის ისტორიული შედეგია.

"ძალოსნობაში არ არის ოლიმპიადაზე სინჯი აღებული და ისტორია დავწერეთ. კარგი იქნებოდა ოქრო ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს. დრო გვაქვს მაგისთვის და უნდა მოვემზადოთ, ოქროც იქნება, წარმატებაც იქნება და რეკორდებიც იქნება.

248 კილო იყო უკვე ევროპის რეკორდი. ვიცოდით, რომ მაგ წონაზე მზად იყო უკრაინელი და ჩვენ 250-ზე შევედით, რეკორდი დავამყარეთ, მაგრამ რაღაცა წუთებმა გადაწყვიტა, ეს რეკორდი მოგვიხსნა 1 კილოთი უკრაინელმა. წონები რომ აიწია, ეს ყველაფერი დამსახურება არის კომიტეტის, იმიტომ, რომ შეკრება გავიარეთ უმაღლეს დონეზე გერმანიაში", - აცხადებს პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი აკაკი ჯინჭარაძე.

დღის ამბები