19 სექტემბერი 2024,   08:56
ვრცლად
საქართველო-ალბანეთის დღევანდელი მნიშვნელოვანი მატჩისთვის თბილისშიც ემზადებიან - პირველი რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ეკრანის მონტაჟდება

საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ალბანეთთან შეხვედრის დიდ ეკრანზე საყურებლად სამზადისი დაწყებულია თბილისში. გულშემატკივრები საღამოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

საქართველო ალბანეთის შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ მონიტორზე შედგება.

ორგანიზატორები ქომაგებს თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე ელოდებიან.

ადგილზე იქნება მუსიკა და სპეციალურად მოწყობილი სივრცეები ყველა ასაკის მოქალაქისთვის.

საჯარო ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ, დღის 12 საათამდე შეიზღუდება.

დღის ამბები