12 ოქტომბერი 2024,   01:40
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ღონისძიებაში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების ყოველწლიური კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება. მიზანი გამოცდილების გაზიარებაა.

უცხოელი სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. სტუმრები ეწვევიან მე-16-ე პენიტენციურ დაწესებულებას, სააკაძის სასწავლო ბაზას და გაეცნობიან იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა ამ ამოცანას თავი და, ერთი წლის განმავლობაში, უკვე არის ეპტა-ს თავმჯდომარე ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ, ერთობლივი მიდგომებით, საქართველო შეიტანს ღირებულ წვლილს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ის ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს სასჯელაღსრულების სისტემაში, ერთხელ და სამუდამოდ, არის გადაფურცლული,“ - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

დღის ამბები