21 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების ლიდერების საზღვარგარეთ ვიზიტებს გამოეხმაურა.

პრემიერის შეფასებით, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ ატარებენ.

"მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე.

როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის. მათ არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მილიარდი დოლარი, რაც არის ტყუილი. არსად არ არსებობს ეს 14 მილიარდი, ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდაზე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ ასეთ ტყუილებს არ იყიდის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,  ოპოზიციის წარმომადგენლები ზურა გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ამერიკაში გაემგზავრნენ.

დღის ამბები