21 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
კრემლმა 6 ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა

პუტინი ისევ იმუქრება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ბრიტანეთი უკრაინას მისცემს უფლებას მისი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის შიდა ტერიტორიაზე გამოიყენოს, მოსკოვი ამას დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციად აღიქვამს და უკრაინის მოკავშირეებს კონფლიქტის მხარეებად გამოაცხადებს.

განცხადების გარდა, როგორც ჩანს, კრემლმა მოქმედებაც დაიწყო და 6 ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. მათ სავარაუდოდ ქვეყანას დაატოვებინებენ.
პუტინს უკვე უპასუხა ბრიტანეთის პრემიერმა. კირ სტრამერმა თქვა, ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება, მაგრამ რუსეთთან კონფლიქტი არ სურს.

პარალელურად სტრამერი დღეს ვაშინგტონში ჩავიდა. ის ბაიდენს შეხვდება. მთავარი თემა კი იარაღის გამოყენებაზე ნებართვაა.

დღის ამბები