18 სექტემბერი 2024,   12:57
ვრცლად
უკრაინის ძალებმა, ღამით, რუსეთის მიერ გაშვებული 76 "შაჰედის" დრონიდან 72 ჩამოაგდეს

უკრაინის ძალებმა, ღამით, რუსეთის მიერ გაშვებული 76 "შაჰედის" დრონიდან 72 ჩამოაგდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ. ღამით შეტევა იყო ხარკოვზეც. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა.

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 23 ჯარისკაცი და სერჟანტი, 19 ოფიცერია, დანარჩენი 7 კი მშვიდობიანი მოქალაქეა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ათ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს უკრაინის შეტევის მცდელობები უპილოტო საფრენი აპარატებისა და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით.

დღის ამბები