მერაბ დვალიშვილის ტრიუმფს განსაკუთრებულად ელოდა საქართველო. გულშემატკივრებმა, რომლებიც ქუჩაში დილიდან გავიდნენ, ქართველი მებრძოლის გამარჯვება ოვაციებით, შეძახილებითა და ტაშით აღნიშნეს.
ფილარმონიის წინ დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან ასობით მოქალაქე იყო შეკრებილი.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა, საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სამშობლოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა. 33 წლის დვალიშვილმა, ურთულეს მეტოქესთან ბრძოლაში თითქმის ყველა რაუნდში, სრული უპირატესობა მოიპოვა. სრული კონტროლი მიწაზე და ზუსტი დარტყმები - ამ ტაქტიკით გახდა მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.