05 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
"გვესმოდეს ერთმანეთის" - თბილისში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის სახელობის ფესტივალი გაიხსნა

ნიკა ემუხვარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი სახელწოდებით - "გვესმოდეს ერთმანეთის" გაიხსნა. წარდგენილი იყო 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ფერწერული, გრაფიკული, ციფრული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. თითოეულ ახალგაზრდას გადაეცა მონაწილის დიპლომი, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი - ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემიები.

ფესტივალი იმ იდეების მატარებელია, რომლებიც ნიკას ემუხვარის ხელოვნების მთავარი სათქმელი და გზავნილია - ახალგაზრდა შემოქმედთა თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად! პროექტი ორგანიზაცია "ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის" და აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ნიკა ემუხვარი წარმოშობით სოხუმიდან იყო. ამიტომაც, აფხაზეთის თემას მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მხატვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაც, "მიყვარხარ" სწორედ აფხაზეთს მიეძღვნა. ახალგაზრდა მხატვარი გასულ წელს კანადაში ტრაგიკულად დაიღუპა. ნიკა ემუხვარის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებშია: კანადაში, რუსეთში, ნიდერლანდებში, საქართველოში, საბერძნეთსა და ისრაელში.

დღის ამბები