20 სექტემბერი 2024,   00:07
ვრცლად
"გირჩი" ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს - ჰერმან საბო

შეძლებს თუ არა, "გირჩი" საარჩევნო ბარიერის ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვას - აღნიშნულ საკითხზე, "დღის კურიერში", საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "გირჩის" წევრმა, ჰერმან საბომ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიაში ბარიერის გადალახვაში ეჭვი არ ეპარებათ და ამის საფუძველს, საჯაროდ თუ არასაჯაროდ მიღებული ინფორმაცია აძლევთ:

"დარწმუნებული ვართ ამაში და ამ დარწმუნებას გვიმყარებს ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ თუ არასაჯაროდ მოდის ჩვენთან. ინფორმაცია მოგვდის იქიდან - ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტია რა კვლევებსაც ჩაატარებს, იქ რა რეიტინგები გვაქვს და თითქმის ყველა მხრიდან, საიდანაც ასეთი ინფორმაცია მოგვდის, ჩვენ გვაქვს 5%-ზე მეტი. შესაბამისად, იმ განწყობით ვართ, რომ უპრობლემოდ გადავლახავთ ბარიერს. ეგ საკითხი უკვე მოხსნილია დღის წესრიგიდან. ახლა უკვე, კითხვა პირიქით მოდის - რომ გადალახავთ ბარიერს, მაგდენი ადამიანი გყავთ თუ არაო,"- განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები