20 სექტემბერი 2024,   01:04
ვრცლად
გახარიას პარტიის გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

ხაზარაძე-გახარიას ალიანსი ვერ შედგა. გახარიას პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ  გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და მისთვის გაუგებარია, რა მოხდა. ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ათონელის რეზიდენცია, სადაც ის პრეზიდენტს შეხვდა.

"პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 3 საათი იყო თუ 4 დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.

არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ორბელიანების სასახლეში დღეს აღარ მისულა გიორგი გახარია.

დღეს პარტიამ "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: "როგორც ჩანს, "ლელომ" შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა."

 

დღის ამბები