20 სექტემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ამ ეტაპზე შეთანხმების თემა არ შედგა - ანა ბუჩუკური გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, ანა ბუჩუკური "ძლიერ საქართველოსთან" შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ "ლელომ" კოალიციის შიგნით მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა.

"ჩვენ ყველაფერი დავთმეთ და ფაქტობრივად ყველაფერი გაცხადებული გვქონდა. არაფერი დამალული არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირობა რომ "ლელოს" უნდა მოეხდინა მის ე.წ. კოალიციაში შიგნით შეთანხმების მიღწევა, ეს შეთანხმება ვერ მოიტანა, ვერ მოახერხა. ამ ეტაპზე ამ შეთანხმების თემა არ შედგა," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: "როგორც ჩანს, "ლელომ" შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა."

გახარიას პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ეს განცხადება, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და მისთვის გაუგებარია, რა მოხდა. ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ათონელის რეზიდენცია, სადაც ის პრეზიდენტს შეხვდა.

 

 

დღის ამბები