20 სექტემბერი 2024,   01:02
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, გადამზადებას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები გადიან.

ისინი დეტალურად ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა და ა.შ. ტრენინგების პირველი ეტაპი ასევე ითვალისწინებს კომისიების ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებებისა და საორგანიზაციო ფუნქციების და კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული აპარატების მუშაობის პრინციპების დეტალურ შესწავლას.

საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადების მიზნით სატრენინგო კონცეფცია საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა შეიმუშავა და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 14 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 195 ტრენერი ატარებს.

დღის ამბები