20 სექტემბერი 2024,   01:10
ვრცლად
თურქეთში, მაკარონის მწარმოებელი ქარხანა აფეთქდა

თურქეთში, საკარიას ჰენდეკის რაიონში, მაკარონის მწარმოებელი ქარხნის აფეთქების შედეგად, ერთი თანამშრომელი დაიღუპა და 30 დაშავდა.

დაშავებულთაგან 6 პირის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული 12 წლის ბავშვია, რომელიც ხელისუფლების ცნობით, ქარხანაში მომუშავე პირის შვილია და ის მამას ახლდა თან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი უსაფრთხოებისა და სამუშაო ნორმების დარღვევა გახდა.

აფეთქების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები