20 სექტემბერი 2024,   00:48
ვრცლად
თავისუფალი ნებით არ მოქმედებენ, მათ ეს დავალება მისცეს და უნდა შეასრულონ, ადრე თუ გვიან შეასრულებენ - ირაკლი ქადაგიშვილი გახარია-ხაზარაძეზე

ხაზარაძე-გახარიას ალიანსი ვერ შედგა - საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე, საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებენ და მათ გაერთიანებასთან დაკავშირებით დავალება აქვთ მიცემული. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გახარია-ხაზარაძე ადრე თუ გვიან, ამ დავალებას შეასრულებენ.

"თავისუფალი ნებით არ მოქმედებენ, მათ ეს დავალება მისცეს და უნდა შეასრულონ, ადრე თუ გვიან შეასრულებენ. თან, ეს გაფორმდება ამ ქორწინების-კეკლუცობის პროცესში როგორც "გადავლახეთ ყველა წინააღმდეგობა და ჩვენ ყველაფერი დავთმეთ ქართველი ხალხის სასიკეთოდ“. საბოლოოდ ეს სცენარი რომ გათამაშდეს, ამისთვის არის ეს ყველაფერი,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები