20 სექტემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"ეს ადამიანი არ შემოვიდა არაჟნების კონტეინერებით, მაგრამ კეთილსინდისიერი მიზნები რომ არ ჰქონია, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - რატი იონათამიშვილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის დროს აიყვანეს.

ექსკლუზიური ინფორმაცია დილიდან "კურიერის" გუნდმა გაავრცელა. შესაბამისად, თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც.

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, ძებნილი პირის შემოსვლა დესტაბილიზაციის მიზნებს უკავშირდებოდეს.

"ბოლოს როდესაც ეს ადამიანი წინასაარჩევნოდ იმყოფებოდა საქართველოში, სცადა კონკრეტული პირის აფეთქება და იკვეთება, რომ მაშინ დაკვეთის ფორმა ჰქონდა ამ დანაშაულს. ყველაზე მთავარი კითხვაა, რას უკავშირდება მისი ჩამოსვლა საქართველოში ხელმეორედ, წინასაარჩევნოდ, კიდევ უფრო ბინძური და დანაშაულებრივი დავალება ხომ არ ჰქონდა მიღებული და ამას ასრულებდა? გასაგებია, რომ ეს ადამიანი არ შემოვიდა არაჟნების კონტეინერებით, მაგრამ მას რომ კეთილსინდისიერი მიზნები არ ჰქონია, ეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ.

საინტერესოა მისი ჩვენება, ერთი მხრივ, თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით ვის დავალებას ასრულებდა და მეორე მხრივ - ახლა რა რეალური მიზნები და დავალებები ჰქონდა მას ისევ დესტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები