25 სექტემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასასრულებლად კონკრეტული ქმედებებია აუცილებელი. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს უკრაინის თავდაცვის უფლება, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული იყოს.

სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია.

უშუალოდ უკრაინაში კი ომი გრძელდება. საჰაერო განგაში ღამით ამჯერადაც რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, ხარკოვში, ოდესასა და სუმში. არის მსხვერპლი. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

დღის ამბები