ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რატომ გაუუქმდა ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან "კურიერის" კითხვის პასუხად მოგვწერეს შემდეგი:
"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა გაეროს გენერალური ასსამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე, პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა და უარი თქვა საქართელოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, კერძოდ, მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც უკავშირდება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, დეზინფორმაციასა და აშშ-სა და დასავლეთზე წარმოებულ ნეგატიური რიტორიკას," - აღნიშნულია საელჩოს ოფიციალურ განმარტებაში, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ "კურიერს" კითხვის საპასუხოდ მოსწერა.