27 სექტემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება

ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათ ნახევრით შემცირდება. მანძილის დაფარვა 4-ის ნაცვლად 2 საათ ნახევარში გახდება შესაძლებელი.

აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი. პროექტი ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება.

დღის ამბები