27 სექტემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ავარია თეთრიწყაროში - ორი ავტომობილის შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთმა მგზავრთა მოსაცდელი ნაგებობა გაანგრია

თეთრიწყაროში, სოფელ ხაიშში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მგზავრთა მოსაცდელი ნაგებობა გაანგრია.

ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დღის ამბები