29 სექტემბერი 2024,   20:18
ვრცლად
"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჩემპიონო" - მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს ფილარმონიასთან შეხვდება

გულშემატკივრების ნაწილი, UFC-ის ქართველ ჩემპიონთან შესახვედრად, ზუსტად იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც, 2 კვირის წინ, მის საქომაგოდ იმყოფებოდა - დანიშნულების ადგილი ფილარმონიაა. სწორედ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა ასობით ადამიანი თვალს მერაბ დვალიშვილის ბრძოლას, რომელმაც მას საჩემპიონო ქამარი და ჩემპიონის სტატუსი მოაპოვებინა.

აეროპორტიდან დაწყებული მსვლელობის დასრულებას მოუთმენლად ელოდებიან გულშემატკივრები - ადგილზე ბანერიცაა წარწერით - "კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჩემპიონო."

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ, 2024 წლის თებერვალში, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

დღის ამბები