29 სექტემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, ქალაქსა და სოფლებში მოგლეჯილია ათობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია, თუმცა, მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად, ყველა მიმართულებით, გზა უმოკლეს დროში გაიწმინდა.

ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, რის გამოც დასახლებების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

დღის ამბები