სამეგრელოში, ძლიერი ქარის გამო, მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროინფრასტუქტურა დაზიანდა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
"აღდგენით სამუშაოებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტრიკოსები, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, სამეგრელოში ჩავიდნენ.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსაც.
აღდგენით სამუშაოს ხელს უშლის ქარიშხალი. თუმცა, ელექტრიკოსები ცდილობენ, ოპერატიულად იმუშაონ და აღადგინონ დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურა.
აღდგენილ ელექტროგადამცემ ხაზებს, ფიდერებსა და ტრანსფორმატორებს ძლიერი ქარი კვლავ აზიანებს. მიუხედავად ამისა, "ენერგო-პრო ჯორჯია" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგეს ენერგომომარაგება", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.