30 სექტემბერი 2024,   12:19
ვრცლად
ქართველმა სთრონგმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

გერმანიამ, სთრონგმენის ძველი წესებით მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს პირველობაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონობა შოთა გოგობერიშვილმა (120 კგ) და ავთანდილი ახვლედიანმა (+120 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს მედლები კი გაგა ჭინჭარულმა (90კგ) და ვალიკო ფიფიამ (105 კგ) მოიპოვეს.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები