21 დეკემბერი 2024,   18:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა სურვილი გამოთქვა, თემურ ჯანაშიას დაკითხვას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაესწროს

მიხეილ სააკაშვილმა სურვილი გამოთქვა, თემურ ჯანაშიას დაკითხვას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაესწროს. ამის შესახებ პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც გაირკვა, რომ სხდომაზე დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმე ვერ გამოცხადდა და ბრალდებული თემურ ჯანაშია უნდა დაეკითხათ.

სააკაშვილმა მოითხოვა, მისი სასამართლოში დასწრება უზრუნველყონ. მოსამართლემ განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო - მიზეზად გადატვირთულობა დაასახელა.

"მე მზად ვარ და მინდა დავესწრო შემდეგი მოწმეების დაკითხვას, დააორგანიზეთ ჩემი მოსვლა სასამართლოში და მე შემეძლება, უშუალოდ თვალებში ჩახედვით დავკითხო ყველა მოწმე," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 8 300 000 ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.

დღის ამბები