02 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ახალი მომაკვდინებელი ვირუსი - რა სიმპტომებით ხასიათდება მაგბურგის ცხელება, რომელმაც შესაძლოა ევროპაშიც შემოაღწია

მსოფლიო რუკაზე წითელი ფერით ის ქვეყანაა მონიშნული, სადაც მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა. მარბურგის სახელწოდებით ცნობილი ცხელება რუანდას შვიდ ქალაქს მოედო. უკვე დაფიქსირდა ფატალური შემთხვევებიც. ინფიცირებული პაციენტი დაავადების ლაბორატორიული დადასტურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადება აფრიკის კონტინენტზე ათობით პირს ერთი კვირის წინ დაუდასტურდა.

ვირუსი ამ დროისთვის მხოლოდ აფრიკის ტერიტორიაზე ცირკულირებს. ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა უკვე არსებობს ეჭვი, რომ დაავადებამ ევროპაშიც შეაღწია. სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში, ჰამბურგში დაფიქსირდა. ორ პირი, რომელთაც ავადმყოფობის ნიშნები, მატარებელში განუვითარდათ აფრიკიდან ბრუნდებოდა. ისინი, რუანდაში მკურნალობდნენ პაციენტს, რომელსაც უკვე შემდგომ ინფექციური დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სამართალდამცავებს ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ.

მარბურგის ცხელება ებოლას ვირუსის მონათესავე ინფექციაა. მას სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, თუმცა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაინფიცირების შემთხვევების 88 პროცენტზე მეტი ფატალურად სრულდება. ამჟამად, არ არსებობს ვაქცინა, ამიტომ ინფექციონისტები მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდებათ ექიმს მიმართონ. რომ დროულად დაიწყოს მკურნალობა, რაც პაციენტთა გადარჩენის შანსს ზრდის.

რუანდაში მარბურგის ეპიდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკის კონტინენტზე მარბურგის ცხელება დაფიქსირდა. ვირუსი პირველად გერმანიაში 1967 წელს გამოვლინდა, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. მარბურგმა 2005 წელს ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები