21 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საღამოზე მიწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი 20 საჯარო სკოლის 264 პედაგოგი.

ღონისძიებაში ადგილობრივმა ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. იუნესკოს თანახმად, ეს დღე გამოხატავს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

დღის ამბები