21 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის საბოლოო ვარიანტს კენჭს დღეს უყრიან

საქართველოსთან დაკავშირებული იმ რეზოლუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც სტრასბურგში დღეს კენჭი უნდა უყარონ, უკვე ცნობილია. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.

ამასთან, რეზოლუციის პროექტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. დოკუმენტში ჩანაწერია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.

ექვსი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ შემუშავებული პროექტის კენჭისყრამდე, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. პარლამენტს სიტყვით მიმართეს და განსხვავებული პოზიციები გამოხატეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა.

 

დღის ამბები