21 დეკემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ბეირუთში ისრაელის იერიშების შედეგდა 22 ადამიანი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. ღამით ისრაელმა იერიში ბეირუთზე მიიტანა. დარტყმებს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 117 მოქალაქე.

ლიბანთან ერთად "ცახალი" ღაზაში რეიდებს აგრძელებს. ჯაბალიას ჰუმანიტარულ ბანაკზე ისრაელის თავდასხმის გამო, 66 ადამიანი დაიღუპა.

სამხედრო მოქმედებების პარალელურად, გაეროს მშვიდობისმყოფელების მისიის ხელმძღვანელი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში ცისფერჩაფხუტიანები მზარდი საფრთხის წინ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხრეთ ნაწილში მათ "ცახალის" სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.

დღის ამბები